20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
„ეს ეხება ბავშვებს, ერთ წელს კარგავენ,“ - კობა სუბელიანი 6 წლამდე ბავშვების სკოლაში წასვლაზე საუბრობს

6 წლამდე ბავშვების სკოლაში სწავლის საკითხი განათლების კომიტეტზე ისევ აქტუალური თემაა.

კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობა 6 წლამდე ასაკის ბავშვების დაშვებას ითხოვს რადგან, აცხადებენ რომ წინასასკოლო მომზადება სკოლებში არ დაწყებულა და მოზარდები ქუჩაში რჩებიან.

„რამდენიმე დღის გამო ნუ შევქმნით პრობლემას, ეს ეხება ბავშვებს, ერთ წელს კარგავენ,“ - განაცხადა კობა სუბელიანმა.

ოპოზიციის ამ მოთხოვნას, კანონში შესულიყო ცვლილება, კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ არც დღეს დაუჭირა მხარი.

სხდომას დეპუტატების გარდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები