08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
გერმანია საფრანგეთის დახმარებას გეგმავს და მზადაა სირიაში 1200 ჯარისკაცი გააგზავნოს

გერმანია სირიაში 1200 ჯარისკაცს აგზავნის. ქვეყნის მთავრობამ მხარი დაუჭირა საფრანგეთის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

გადაწყვეტილების თანახმად სამხედრო კონტინგენტთან ერთად მისიაში სამხედრო ფრეგატი და რამდენიმე მზვერავი თვითმფრინავიც ჩაერთვება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მისიაზე 134 მილიონი ევრო გამოიყოფა, თუმცა არ არის გამორიცხული ის გაფართოვდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, მინისტრმა კატეგორიულად გამორიცხა მისიის თანამშრომლობა ბაშარ ალ ასადის მტავრობასთან და მის ლოიალურ არმიასთან.

გერმანიის მთავრობის ინიციატივა ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პროექტის განხილვისა და კენჭისყრის თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია.

დღის ამბები