20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ეს სკვერი სასაფლაოს ასოციაციას ტოვებს,"- ახალგაზრდა ლეიბორიტები მერიას აკრიტიკებენ

თბილისის მერიის დავალებით ვაჟა ფშაველას 9 ნომერში გაკეთებულ სკვერში მივიდნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმ პროექტს იწუნებენ, რომლის მიხედვითაც სკვერი მოეწყო.

აქციის მონაწილეების თქმით, მწვანე რკინის ღობით შემოსაზღვრული პატარა ბუჩქები ხალხში საფლავის ასოციაციას ტოვებს. დედაქალაქის მერიამ სკვერის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

ახალგაზრდა ლეიბორისტები ახალ სკვერს "ცინიზმად" და "ხალხის დაცინვად" აფასებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები