08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
აშშ თურქეთს უსაფრთხოების დაცვაში მხარდაჭერას ჰპირდება

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს უსაფრთხოების დაცვაში მხარდაჭერას ჰპირდება.

პარიზში მიმდინარე კლიმატის ცლილების სამიტის ფარგლებში ბარაკ ობამასა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა სუ24-ის ჩამოგდების შედეგად რუსეთ–თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა განიხილეს.

ბარაკ ობამამ მოუწოდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, შეეცადოს მოსკოვთან დაძაბულობის განმუხტვას. თუმცა, შეერტებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თურქეთს სრული უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას.

ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაში დაადანაშაულა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი რუსეთის ლიდერს ამ ბრალდების დამტკიცება მოსთხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები