20 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
რეგიონებში უმწეოთა კვების ნორმად 1.15 ლარია განსაზღვრული

თელავის უფასო სასადილო ბენეფიციარების გამოსაკვებად 1.15 თეთრს ხარჯავს. ამ თანხაში 355 გრამი პური, ბრინჯის წვნიანი, ერთი ნაჭერი ყველი და კაკაო შედის.

ადმინისტრაციის წარმომადგენელები გამოყოფილი თანხის კრიტერიუმებს ვერ ასახელებენ.

კახეთის მსგავსად გამოყოფილი თანხის სიმცირეზე საუბრობენ გურიასა და იმერეთში. ამ რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე საკვებისთვის განსხვავებული თანხა - 1.21 თეთრია გამოყოფილი.

ფოთსა და ბათუმში, სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი თანხა გამოყვეს, ბენეფიციარები საკვების სიმცირესთან ერთად უყურადღებობაზეც საუბრობენ.

რატომ არის განსხვავებული რეგიონებში ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი თანხა, ამაზე პასუხი ადგილობრივ ხელისუფლებას არა აქვს.

აღნიშნულ საკითხს ვერ ხსნის ვერც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. დიმიტრი ხუნდაძე საკითზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტებს აკისრებს.

ჯანდაცვის სამინიტროში კი აცხადებენ, რომ ადამიანის საკვები დღიური ნორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 

დღის ამბები