20 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ბენეფიციართა ნაწილს უფასო სადილის მისაღებად 2016 წელსაც რიგში მოუწევთ დგომა

რამდენი ადამიანი ელოდება უფასო საკვებს, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ძირითად ბენეფიციარებთან ერთად არსებობს სარეზერვო სიები, სადაც ჩაწერილი ათასობით სოციალურად დაუცველი სასადილოში საკუთარ რიგს ელოდება.

სარეზერვო სიებში მყოფი ბენეფიციარებისათვის  საკვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ სადილის მისაღებად ძირითად სიაში მყოფი პირი არ მივა.

სარეზერვო სიების ბენეფიციარებს კი მომავალ წელსაც ისევ რიგში დგომა მოუწევთ, რადგან 2016 წლის ბიუჯეტში მათთვის თანხა არ არის გათვალისწინებული.

სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წარმომადგენლებისთვის უფასო სადილის პროგრამა საერთოდ გათვალისწინებული არ არის.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

 

 

დღის ამბები