გადათხრილი და მიტოვებული ქუჩები თბილისში. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამ დრომდე დაუსრულებელია 8 მონაკვეთის აღდგენა. ზოგიერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობა იძულებულია, არამხოლოდ მოუწესრიგებელ გზებზე იაროს, არამედ თავახდილ წყლის კოლექტორებსაც მოერიდოს.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მცხოვრები ყვება, რომ გადათხრილმა და მიტოვებულმა კოლექტორმა რამდენიმე ადამიანი უკვე იმსხვერპლა.
თბილისის მერიაში რეაბილიტაციის დასრულების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან კონტრაქტი ამ დროისთვის გაწყვეტილია.
ავტორი სალომე ბოკუჩავა