08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ნატო თურქეთის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს

ნატო თურქეთის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, ამაზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში შეთანხმდნენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი თურქეთის საზღვრებთან არსებული არასტაბილური ვითარება გახდა.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტთან და მასზე მუშაობა ალიანსმა გაცილებით ადრე დაიწყო.

გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგმა ანკარასა და მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვითარების დე ესკალაციისკენ.

"თურქეთის უფლებაა დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და საჰაერო სივრცე. ამ ეტაპზე სიმშვიდე და ვითარების დე ესკალაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსკოვს და ანკარას პირდაპირი დიალოგისკენ მოვუწოდებ. რაც შეეხება თურქეთის თავდაცვის გაძლიერებას, ამ საკითხზე მომხდარ ინციდენტამდე გაცილებით ადრე დავიწყეთ მუშაობა. ამიტომ, გავაგრძელებთ თურქეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები