08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის ახალ რეზოლუციას ამზადებს

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე, მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის ახალ რეზოლუციას ამზადებს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობის საკითხს შეეხება.

სწორედ ამ ბრალდებით გამოდის რუსული მხარე ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ, რასაც თურქეთი ამ დრომდე უარყოფს. რუსეთი კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან სავაჭრო კავშრების თაობაზე.

პარალელურად, ცნობილი ხდება იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა იმპორტსაც რუსეთი 2016 წლიდან შეწყვეტს. სიაში მოხვდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

ასევე რუსეთში აღარ შევა თურქული მარილი. თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტს კი პუტინის ბრძანებით გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები