პარიზში ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი 6 ადამიანის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალად ედებათ საფრანგეთიდან სირიაში ტერორისტების გადაყვანა შემდგომი მომზადების მიზნით.
გამოძიება ამ დრომდე ეძებს იმავე ჯგუფის მეშვიდე წევრს სალიმ ბენგალემს. დანარჩენებს კი სასამართლო 7 დეკემბრამდე დაკითხავს. პროცესი პარიზის ტერაქტებიდან 3 კვირის თავზე დაიწყო.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ 13 ნოემბრის თავდასხმები გამამტყუნებელი განაჩენის შანსებს ზრდის.