08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
კემერონის ინიციატივა - დიდი ბრიტანეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიას უყრის კენჭს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიას დღეს კენჭს უყრის.

დევიდ კემერონის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შევიდა, რაც პრემიერმა ფრანსუა ოლანდთან შეხვედრაზე ბრიტანეთის ფართო კოალიციაში ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

კემერონის გეგმა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას ითვალისწინებს.

კენჭისყრამდე თემთა პალატაში დებატები გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პარლამენტარების უმრავლესობა კემერონის ინიციატივას მხარს უჭერს.

დღის ამბები