კურიერში გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე იმყოფებდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, გზის გათხრა ეტაპობრივად ზაფხულიდან ხდება, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ მონაკვეთზე შეჩერებულია. ოპოზიცია კორუფციის ნიშნებს ხედავს.
„სამწუხაროდ აქაურობა დაემსგავსა საცდელ პოლიგონს და ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სიტუაცია გამოსწოროს, ვხედავთ, რომ პრობლემები უღრმავდებათ. ამ თვალსაზრისით უუნარობაა თავიდან ბოლომდე დედაქალაქის მერიაში. ერთადერთი გამოსავალი დარჩა, ძალიან სწრაფად უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.