20 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს,“ -თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის მერიის მიმართ სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო.

თეა წულუკიანის თქმით, მას მერთან ამ თემაზე არაერთხელ უკამათია.

მინისტრმა განაცხადა, რომ სოფელ დიღომში ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის გამოც ცენტრალური გზა გადათხრილია.

წულუკიანის თქმით, მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე, თუმცა სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება. მინისტრი მოუწოდებს მერიას დაინტერესდეს სოფელ დიღმის პრობლემებით.

„ამ თემაზე ბატონ მერთან, არა მხოლოდ ბევრჯერ გვისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც, იმიტომ რომ სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს, და თუ კი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს,“ - აღნიშნა მინისტრმა. 

დღის ამბები