შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად 18-თვიანი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე წარმოშობილი დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა და შესწავლა მოხდება.
სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვა, ასევე გაეროს კონვენციის იმპლემენტაცია და ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა.
პროექტის მომზადებაში უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართულები. მას კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.