08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის უწყება თურქეთის პრეზიდენტს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს

ვლადმერ პუტინის ბრალდების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და ისლამურ სასხლემწიფოს შორის ბიზნეს კავშირების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნიათ და ანკარა ხალიფათისგან ნავთობს ყიდულობს.

მოსკოვში ირწმუნებიან, რომ გარიგებაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვაა ჩართული. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ნავთობი სირიიდან და ერაყიდან თურქეთის საზღვარზე, სამი სხვადასხვა მარშრუტით, ათასობით ბენზინმზიდით გადააქვთ და შესაბამისი მტკიცებულებების გამოქვეყნებაც შეუძლიათ. თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქმული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ ბრალდებებს დაუმტკიცებს ის თანამდებობას დატოვებს.

დღის ამბები