უკვე მეორე დღეა გარდაბანში ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე მომუშავე 400-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია. კომპანია ბი პი-ს კონტრაქტორმა კომპანიამ დაქირავებულ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირა.
გაფიცულების თქმით, კომპანია ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქი და ინდოელი თანამშრომლებით ჩაანაცვლოს. მათივე განცხადებით, უცხოელ თანამშრომლებს კომპანია სამჯერ მეტ ხელფასს უხდის.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცული თანამშრომლები მუშაობის აღდგენას არ აპირებენ.