20 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
კომპანია BP–ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაო საათების შემცირებას აქციით აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია გაიმართა ვალეში. მომსახურე პერსონალის უკმაყოფილების მიზეზი აქ კომპანია BP–ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაო საათების შემცირება გახდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა აქციის ლიდერების სიის შედგენა და ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრა ითხოვეს. 30 კაციანი სიის შეგზავნის შემდეგ კი კომპანიაში მათ განუცხადეს, რომ ამ ადამიანებს კონტრაქტები დაუმთავრდათ და ობიექტზე მუშაობას აღარ გააგრძელებენ. მუშებმა ხელმძღვანელობას სამსახურში მისასვლელი გზა გადაუკეტეს.

მედიასთან ოფიციალურ კომენტარს კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე არ აკეთებენ. 

დღის ამბები