რელიგიების საბჭოში დღეს მეშვიდე სხდომა გაიმართა, რომელსაც მუსლიმური და მართლმადიდებლური კონფენსიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე საკითხზე შეთანხმება, რომელზეც მართლმადიდებლური მონასტრებისთვის მიწების გადაცემას უკავშირდება.
„საკითხები ეხება როგორც მიწის გადმოცემას ეკლესიის მშენებლობებისათვის, ისე მშენებარე ტაძრებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას. რელიგიის საქმეთა სააგენტო ითხოვს უფრო მყარ მოტივაციებს სად და რა დანიშნულებით უნდა აშენდეს ტაძარი. ამ საკითხზე ზოგიერთ შემთხვევაზე არის ამომწურავი ინფორმაცია და დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,“ - აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაწყდა აჭარაში, 5 შენობის გადაცემა მუსლიმური მხარისათვის. კერძოდ, როგორც დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე ქობულეთის, ჩაქვის, ბობოყვათის და ოზურგეთის რაიონში ნასაკირალის მეჩეთები დარეგისტრირდა და გადაეცა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. ასევე საუბარი შეეხო ბათუმის მეჩეთის რესტავრაციის ჩატარების საკითხსაც.