სოფელ დიღომში დაზიანებული გზების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს. გზა ისეა გაფუჭებული, რომ ხშირად ავარიის მიზეზიც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ მერიას დახმარებისთვის თვეების წინ მიმართა, სოფელში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
მერიის მუშაობით უკმაყოფილოა ამავე ქუჩაზე მცხოვრები იუსტიციის მინისტრიც, თეა წულუკიანმა დღეს სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დავით ნარმანია გააკრიტიკა. ქალაქის მერიამ იუსტიციის მინისტრის სახლთან გზა დიდი ხნის წინ დააგო, მაგრამ მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ორმოები ისევ ხელუხლებელია.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.