02 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
შეფერხებები სარფის საბაჟოზე - სატვირთო მანქანები საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ

შეფერხებებია სარფის საბაჟოზე. 25-მდე სატვირთო მანქანა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. მძღოლების თქმით, ისინი ორი დღე საკუთარ რიგს ფოთში ელოდებიან.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ტექნიკური პრობლემა თურქეთის მხარეს დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანების გამო შეექმნა. როდის გამოსწორდება ხარვეზი ჯერ ჯერობით უცნობია.

დღის ამბები