ვალეში გამართული აქციის შემდეგ BP-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის მომსახურე პერსონალის ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს. საუბარია იმ 30 ადამიანზე, რომლებიც ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
კომპანიამ გათავისუფლებულ პერსონალს ღამის გათევის საშუალება სასტუმროშიც არ მისცა და მათი სახლებში, ძირითადად გარდაბნის რაიონში, გადასაყვანად კომპანიამ დღის ბოლოს სამარშრუტო ტაქსი გამოყო.
ვალეში აქციის გაგრძელება დღეს დილიდან ისევ იგეგმება.