საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოები ერთდროულად თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. ამ მიზეზით, ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირიც.
თავისუფლების მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის აწყობა უკვე დაწყებულია.
სამუშაოების დასრულება დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება, რის შემდეგაც დედაქალაქი საახალწლოდ განათდება.