08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
კალიფორნიაში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია

კალიფორნიის პოლიციამ სან ბერნარდინოში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა. ის სიედ ფარუკია, რომელიც ჯანდაცვის ინსპექტორად მუშაობდა.

დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავდა 17 სამი ეჭვმიტანილიდან ორი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, ერთ-ერთი ქალია. მესამე კი პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა.

მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა ბარაკ ობამამ. მისი თქმით, ჯერ უცნობია თავდასხმის მოტივი. პრეზიდენტმა CBS-თან კომენტარში ყურადღება იარაღის ტარების კონტროლის გამკაცრებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები