08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

ისლამური სახელმწიფოს მორიგი მუქარა რუსეთს. დაჯგუფების წევრებმა ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯაა ასახული.

რადიკალმა ისლამისტებმა ჩეჩენ მამაკაცს, რომელიც, მათი ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, თავი მოკვეთეს.

ეს არის რუსეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის პირველი ვიდეომასალა, რომელიც ისლამისტებმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გამოაქვეყნეს.

ისლამური სახელმწიფოს წევრები რუსეთს ტერორისტული თავდასხმების შესახებაც აფრთხილებენ და რუსეთის არმიის განადგურებითაც იმუქრებიან.

დღის ამბები