ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. იკრძალება გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.
ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მაღამლთიან რეგიონში ძლიერი თოვა იყო და მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უხელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა ამ მიმართულებაზე შენარჩუნებულია.