არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლის თაობის წევრებმა დღეს იუსტიციის მინისტრის სახლთან გზის სამუშაოების არასწორად ჩატარება გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, თბილისის მერიამ სოფელ დიღომში ასფალტის საფარი მხოლოდ იმ ადგილამდე დააგო, სადაც თეა წულუკიანი ცხოვრობს, აქციის მონაწილეებმა ამის გამო იუსტიციის მინისტრს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდეს.
წულუკიანის სახლთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას დღეს უარყოფითად შეხვდნენ მინისტრის მეზობლების ნაწილი.