20 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის მარტიდან შეიზღუდება

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის განხორციელებას იწყებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება. 

საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა.შ. 

ახალი პროგრამის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. დღეს ამ თემაზე შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ოფიციალური ციფრებით თუ შეზღუდვები არ დაწესდება შესაძლოა მომავალში საჭიროება გახდეს, ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლა მოხდეს. 

პროექტში შს სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არიან ჩართულები. 

დღეს სამივე უწყების ხელმძღვანელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები