20 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
მანქანის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება

შს სამინისტრო ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სხვა სიახლეებთან ერთად ცნობილი ხდება, რომ კონტროლი მკაცრდება ავტომობილის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაზეც. 

გარდა ამისა შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით კონტროლი გამკაცრდება არასწორ მანევრირებაზე, სიმთვრალესა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. 

კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით მომზადდა და დამტკიცების შემთხვევაში მას ძალოვანი უწყება პარტნიორ სამინისტროებთან ერთად განახორციელებს. 

თალაკვაძის განცხადებით წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი საგანგაშოდ არის გაზრდილი. მისივე განცხადებით გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღეს. 

"მსხვერპლი არის ძალიან დიდი და ვალდებულები ვართ, რომ ამაზე რეაგირება მოვახდინოთ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები