თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის უზრუნველყოფას იწყებს.
მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა.
სერვისით ოთხი სკოლის 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს.
“მერია აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ადაპტირებულნი. ჩვენ წელს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მოზარდებზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულ თემას განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. თამარ სანიკიძის თქმით, რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში ამ მიმართულებით პრობლემა იყო, რომელიც ნელ-ნელა გვარდება, რაც მისასალმებელია.