20 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის თქმით ავტომობილების გადამზიდავებს ნაყიდი მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩამოსაყვანად ვადა ეძლევათ

2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია ვეღარ მოხდება. ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა. 

თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველო მოწყობილია მარცხენასაჭიან ავტომობილებზე და ინფრასტრუქტურაც ამ მიმართულებით ვითარდება, ქვეყანაში კი მარჯვენასაჭიან ავტომობილთა რაოდენობა იზრდება. ერთ-ერთი მიზეზი აკრძალულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია საქართველოში სწორედ ეს არის. 

თალაკვაძე აცხადებს, რომ ტრანზიტით მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ქვეყანაში მოძრაობის უფლება ექნებათ. 

შს სამინისტროს ახალი კანონპროექტი როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს არ ითვალისწინებს იმ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ამოღებას, რომელიც ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია. თალაკვაძე ამბობს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიებსა და მოქალაქეებს შეეძლებათ კანონის ამოქმედებამდე საზღვარგარეთ ნაყიდი ავტომობილები ქვეყანაში ჩამოიყვანონ და დაარეგისტრირონ. 

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით ქვეყანაში არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს პრობლემა ავტომობილების გაყიდვის დროს არ შეექმნებათ. 

კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს თალაკვაძემ ავტომობილებზე საჭეების გადატანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ეს პროცედურა კუსტარულად ხორციელდება რაც მოძრაობის უსაფრთხოებას არღვევს. 

დღის ამბები