20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
საქართველოში უკონტაქტო პატრულირების შემოღება მოხდება

საქართველოში უკონტაქტო პატრულირების შემოღება იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა. 

თალაკვაძე ამბობს, კონტროლს სხვადასხვა სახის დარღვევებზე განახორციელებენ როგორც პოლიციელები, ასევე მოაქალაქეებს ექნებათ საშუალება დარღვევები დააფიქსირონ და შესაბამის საიტზე ატვირთონ, რის შემდეგაც დამრღვევი კანონის ფარგლებში დაჯარიმდება. თალაკვაძე იმასაც განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დამრღვევს ექნება სურვილი გაასაჩივროს გადაწყვეტილება მას ამის საშუალება ექნება. 

თალაკვაძის განცხადებით უკონტაქტო პატრულირება ვიდეოჯარიმების სისტემით განხორციელდება. პირი დაჯარიმდება და ის ამის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. 

უკონტაქტო პატრულები ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და დარღვევებს სამოქალაქო მანქანიდან აღბეჭდავენ. ასევე შეიცვლება სიჩქარის კონტროლის მექანიზმიც. თუ ამდენი ხნის განმავლობაში სიჩქარის კონტროლი ქვეყანაში რადარ-კამერების მეშვეობით ხორციელდებოდა, მომავალში იგეგემება მობილური რადარების განთავსება, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე იქნება. 

"მძღოლები კონკრეტულ კამერასთან მიახლოების დროს ანელებენ მოძრაობას და ამით გვერდს უვლიან ჯარიმებს მომავალში ეს სისტემა ასე არ იქნება. იქნება მობილური რადარები, რომლის საშუალებითაც მოხდება კონტროლი და დამრღვევი პირების დაჯარიმება მოხდება ორივე მექანიზმით, რომელიც სიახლეა. გააძლიერებს, ერთი მხრივ პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქაც, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს,"- აცხადებს თალაკვაძე. 

დღის ამბები