საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა. შს სამინისტრომ დღეს იმ პროგრამის პრეზენტაცია მოახდინა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი პუნქტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაა, რომელიც ძალაში მომავალი წლის მარტიდან შევა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ინიციატივა, რომელიც მძღოლებზე პირდაპირ აისახება.
შს სამინისტრო 100 ქულიანი სისტემის შემოღებას გეგმავს ანუ ყველა დარღვევაზე მძღოლს კონკრეტული ქულა დააკლდება, ხოლო განულების შემთხვევაში გამოცდების თავიდან ჩაბარება მოუწევს.
კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფარული პატრულირებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოძრავი ავტომობილები დამრღვევებს გადაიღებენ.
შს სამინისტროს ინიციატივების პაკეტი 9 ახალ რეგულაციას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით ახალი პროექტი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტს განსახილველად უხლოეს დღეებში გადაუგზავნის.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.