20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
7 500 ლარის ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გადახდილი 100 ათასი ლარი

ახმეტის მოსახლეობა  ადგილობრივ ხელისუფლებას  ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.  ისინი იმ თანხებზე საუბრობენ, რომელიც თუშეთში 25 ოჯახისთვის ერთჯერადი დახმარების გადასაცემად გამოიყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში, 50 ლარიანი სასურსათო პაკეტისთვის, მთავრობამ 7 500 ლარი გადაიხადა, თუმცა, ტვირთის ტრანსპორტირება ახმეტიდან თუშეთამდე დოკუმენტების მიხედვით, 100 ათას ლარამდე დაჯდა.

ინფორმაცია დახარჯული თანხების შესახებ დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.  მათივე განცხადებით, მაღალი თანამდებობის პირები  ვერტმფრენს  მთათუშეთში პირადი ინტერესებისთვისაც იყენებენ. ბრალდებებს უარყოფენ ახმეტის მუნიციპალიტეტში, გამგებლის, ბექა ბაიდაურის  განცხადებით, ვერტმფრენის გამოყენება აუცილებლობით არის განპირობებული.

სასურსათო დახმარება 25 ოჯახისთვის მთათუშეთში ხელისუფლებას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩააქვს. 50 ლარიან პაკეტს გარესამყაროს მოწყვეტილი თუშები ახალ წელს ან აღდგომას იღებენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები