20 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
შეცდომით დანგრეული ხიდი - გამარჯვებულ კომპანიას ობიქეტი აერია

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  გლობალმშენმა  ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში, იმ ხიდის დემონტაჟი მოახდინა, რომელიც რეაბილიტაციას არ საჭიროებდა.  კომპანიას ობიექტი აერია და  სოფელ შარაბიძეებთან მისასვლელი დაზიანებული ხიდის ნაცვლად, ხიდი სოფელ მახვილაურის მოსახლეობას დაუნგრია. ისინი მომხდარს, ხიდების მსგავსებით ხსნიან.

საავტომობილო გზების დეპარტამენეტმა გლობალმშენს 33 ათასი ლარი გამოუყო. საბოოლოდ კი კომპანიამ  12 ათასი ლარი იზარალა, რადგან მოგვიანებით ორივე ობიექტი თავიდან ააშენა. თუმცა, მახვილაურში მდებარე ხიდს მოაჯირები და მისასვლელი გზა აღარ გაუკეთა. მოსახლეობის  განცხადებით, ახალი ხიდი უვარგისია და ადგილობრივი მაცხოვრბლებისთვის გადაადგილება საშიშია.

დაშვებულ შეცდომას აღიარებს ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელიც. გოჩა დევაძის თქმით, ხელახლა აღდგენილ ხიდზე კომპანიას მისასვლელი გზისა და მოაჯირების გაკეთება არ ევალებოდა და ამას სხვა ორგანიზაცია განახორციელებს.

შეცდომით დანგრეული ხიდის საბოოლო რეაბილიტაციისა და მოაჯირების შეძენის მიზნით ბათუმის მერია ტენდერის ხელახალ გამოცხადებას გეგმავს.

ავტორი:ირინა კეჭაყმაძე

 

დღის ამბები