20 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"ოცნების ქალაქელების" უმრავლესობა ხელისუფლებისგან დახმარებას ვერ მიიღებს

აჭარის მაღალმთიანეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა, წუხანდელი წვიმის გამო, უსახლკაროდ დარჩა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას დაზარალებულთა მხოლოდ ნაწილი მიიღებს.

აჭარის მთავრობის განცხადებით, ხელვაჩაურის ე.წ. ოცნების ქალაქში საკუთარი ხელით აგებულ ქოხებში 1500 ადამიანიდან უმრავლესობა უკანონოდ ცხოვრობს.

სახელმწიფოს დახმარებას მხოლოდ ეკომიგრანტების სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ. აჭარის მთავრობაში იმასაც აცხადებენ, რომ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლები აჭარის რამდენიმე რეგიონში აშენდება, თუმცა როდის შეძლებენ ადამიანები ნორმალურ პირობებში ცხოვრებას ამ დრომდე უცნობია.

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები