საკრებულოში დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ელოდებიან. თემურ თორდინავას მისვლას ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ. ის დღეს სხდომაზე მისვლას აპირებს.
ბაგა-ბაღების ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობის გამო საკრებულოს ოპოზიციას მასთან არა ერთი მწვავე შეკითხვა აქვს.
ოპოზიცია აღმზრდელებისთვის ხელფასების მატებასაც ითხოვს.