20 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
კობი -გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვისაა დაგეგმილი

საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში წუხელ კვლავ ძლიერი თოვა იყო. ამ მიზეზით, ზოგიერთ მონაკვეთზე დაწესებულია შეზღუდვები. კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავ-საშიშროება მოიხსნა, მაგრამ მოძრაობა შეზღუდულია.

ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, გაწმენდითი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა ასევ,ე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე.

დღის ამბები