20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გლდანის გამგეობასთან მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურას და საკანალიზაციო სისტემას აპროტესტებენ

ხმაურია ამ წუთებში გლდანის გამგეობასთან. აქციის მონაწილეებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობა მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურასა და გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას აპროტესტებს. მათი თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად, გლდანის გამეგობას პრობლემის აღმოსაფხვრელად დღემდე  არაფერი გაუკეთებია.

გამგეობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

დღის ამბები