20 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების მეორე დღე

მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების მეორე დღე - იუსტიციის საბჭოს წევრებმა დღეს 10 კანდიდატს მოუსმინეს.

საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, გასაუბრებების ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება და კანდიდატების ინდივიდუალური კენჭისყრა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

სულ მოსამართლეობის 61 ვაკანსიაზე 104 კანდიდატია წარმოდგენილი.

ნინო გვენეტაძე კიდევ ორ დაკმაყოფილებულ მოთხოვნაზე ლაპარაკობს - არასამთავრობოების თხოვნით მოსმენები ღიაა და იუსტიციის საბჭოს წევრებს აქვთ სრული ინფორმაცია იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხვდნენ.

„თვით გასაუბრების დროსაც კი ვსვავთ ხოლმე შიკითხვებს ამ საკითხბეთან დაკავშირებით მოსამართლეებთან და ბუნებირივია კენჭისყრამდე ეს საკითხები წევრების მიერ იქნება გაანალიზებული და შემდგომ ვნახოთ, როგორ აისახება გადაწყვეტილებაში ეს ყველაფერი," - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

დღის ამბები