20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
შსს-ს რეფორმის პირველი პროტესტი-მძღოლების ნაწილმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მძღოლების ნაწილმა, შსს-ს მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტის გამო ჩამოაყალიაბა, იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც 2016 წლიდან მარჯვენა და გადატანილსაჭიანი ავტომობილების რეგსიტრაცია აიკრძალება.

საინიცატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის მიხედვით საგზაო უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციები იცვლება. ასევე იგეგმება ახალი მაკონტროლებელი მექანიზმების დამატებაც. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დაიწყება ე.წ. ფარული პატრულირება, დაინერგება 100 ქულიანი სისტემა და გადასატანი რადარები.

ჯარიმების ოდენობა გაიზრდება სისწრაფის გადაჭარბებასა და საგზაო დარღვევებზე. ახალი პროექტი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.

უმრავლესობამ ძლოვანი უწყების მიერ მომზადებული ცვლილებები მოიწონა. ოპოზიციაში კი შენიშვნები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით აქვთ.

უსაფრთხოების ახალი პროექტის გაუქმება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოითხოვა. 

მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკვშირებით განცხადება პოლიტიკური ცენტრის გირჩის წარმომადგენლებმაც გაავცრცელეს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ვაჩე გოგოლაშვილი. 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები