20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯული 15 მილიონამდე ლარი - ოპოზიცა ხელისუფლებას კადრების გაზრდაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ხელისუფლებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიული ხარჯების და სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობის გაზრდაში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს ათი რაიონის მუნიციპალიტეტსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ აიპ-ებში, დასაქმებულთა რიცხვი ათასით გაიზარდა. ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯულმა თანხამ კი ბოლო სამი წლის განმავლობაში, 14 მილიონ 600 ათას ლარს გადააჭარბა.

ლაგოდეხის მუნციპალიტეტი დასაქმებულთა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია.

ლაგოდეხის გამგებელი ამბობს, რომ აიპ-ებში თანამშრომელთა რაოდენობის მატება წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ანალოგიური ვითარებაა გურჯაანშიც, თუმცა ადგილობრივ ხელისფულებაში ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან გასხვავებით შტატების მატებას ახალი საბავშვო ბაღების გახსნას უკავშირებენ ქარელის გამგეობაში.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდის ნაწილი.

ავტორები: შოთა კიკნაძე, ია გულიაშვილი. 

 

 

 

 

 

დღის ამბები