02 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
„ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში

თბილისის საკონცერტო დარბაზი სტუმრების, ფრანგული კინომუსიკის ქართველი მოყვარულები კი ვლადიმერ კოსმას შედევრების მოლოდინში.

200-ზე მეტი ნაწარმოების ავტორის ლეგენდარულ კომპოზიციებს თბილისში ცნობილი მუსიკოსები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებენ.

ბრავო რექორდსმა პირველად საქართველოს ისტორიაში ხელშეკრულება გააფორმა კომპანია LARGHETTO MUSIC-თან, რომელიც ოფიციალურად ფლობს კომპოზიტორ ვლადიმირ კოსმას მიერ კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო შესრულების უფლებას და საკონცერტო შესრულებისთვის მოიპოვა სიმფონიური ორკესტრისთვის განკუთვნილი ნოტები და პარტიტურები.

5 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბრავო რექორდსის ორგანიზებით, გაიმართება საკონცერტო საღამო - „ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები.“ 

 

 

 

დღის ამბები