აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.
2 დეკემბერს კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში, არასამთავრობო ორგანიზაცია Inland Regional Center-ის საკონფერენციო დარბაზში წყვილის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.