08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
31 უიშვიათესი და ძვირადღირებული ავტომობილი

სოთბი იშვიათი მანქანების აუქციონისთვის ემზადება. ლოტებს შორის 31 ავტომობილია წარმოდგენილი. ყველაზე ძვირადღირებული ჯენის ჯოპლინის კუთვნილი პორშეა.

საუბარია 1964 წელს გამოშვებული ავტომობილზე, რომელიც ჯოპლინის გემოვნებითაა მოხატული.

აუქციონზე ასევე 1956 წელს გამოშვებულ ფერარი290–ს და 1962 წლით დათარიღებულ ასტონ მარტინს გაყიდიან.

31 მანქანა ნიუ–იორკის სოთბის აუქციონის სახლშია გამოფენილი და მსურველებს მათი დათვალიერება შეუძლიათ.

აუქციონი კი 10 დეკემბერს გაიმართება.

ორგანიზატორების ვარაუდით, ვაჭრობისას დამყარდება რამდენიმე რეკორდი. მთლიანმა შემოსავალმა კი შესაძლოა, 90 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

დღის ამბები