08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
კასპიის ზღვაში SOCAR-ის ნავთობ-პლატფორმა იწვის

აზერბაიჯანის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში კომპანია სოკარის კუთვნილი ნავთობ–პლატფორმა იწვის.

ხანძარი გიუნეშ-ლის ნავთობ-საბადოზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძლიერმა ქარმა გაზის მილი დააზიანა, რასაც აფეთქებაც მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციათა შტაბში აცხადებენ, რომ ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მაშველებმა 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

პერსონალის ნაწილი ისევ ალმოდებულ ობიექტზე რჩება. სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და ათმეტრიანი ტალღები აფერხებს.

ადგილზე ავიაციაც გაიგზავნა.

დღის ამბები