შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პროექტს, რომლის ერთი პუნქტიც მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის შეზღუდვას ეხება, საინიციატივო ჯგუფი აპროტესტებს.
სოციალური ქსელის მეშვეობით შეიქმნილ ჯგუფში აცხადებენ, რომ განმარტებები, თითქოს სიახლის მიზეზი საცობებისგან განტვირთვაა, არარეალურია და ამ კონკრეტული პუნქტის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ.
პროტესტის გამოსახატად საინიციატივო ჯგუფი ხვალ აქციასაც გეგმავს.