05 ივნისი 2026,   22:38
ვრცლად
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.

2025 წლის 11 თვის ოფიციალური მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს ჯამში მილიონ 214 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

ყველაზე დიდი პოპულარობით წელს პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და წალკის კანიონები, ასევე სათაფლია და მტირალას ეროვნული პარკი სარგებლობდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე გრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი სამუშაოები.

დღის ამბები