მომვალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციები იცვლება. იგეგმება ახალი მაკონტროლებელი მექანიზმების დამატებაც.
იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციებს პარლამენტი დაამტიკებს, დაიწყება ე.წ. ფარული პატრულირება, დაინერგება 100-ქულიანი სისტემა და გადასატანი რადარები. ჯარიმების ოდენობა გაიზრდება სისწრაფის გადაჭარბებასა და საგზაო დარღვევებზე.
პირველი მარტიდან ყველა მანქანისთვის სავალდებულო ხდება კატალიზატორების ჩაყენებაც, რაც მძღოლს 800 ლარამდე დაუჯდება.
ამასთან, მარტიდან აიკრძალება საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციაც.
საგზაო უსაფრთხოების ფარგლებში გასატერებელ კიდევ ერთ სიახლეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ხვალ საპროტესტო აქციით გააპროტესტებს. აქცია 13:00 საათზე დაიწყება.
მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, მათი აზრით, ქალაქში მოძრაობის პრობლემას ვერ მოაგვარებს და ექსპორტიორებს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.
ავტორი თეონა ცხომელიძე