02 ოქტომბერი 2024,   12:14
ვრცლად
სპორტის სასახლესთან რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

მანქანების ქურდობა თბილისის ცენტრში - რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს.

წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა და მანქანაში არსებული ნივთები. 

არსებული ინფორმაციით, გაქურდეს 4 ავტომობილი. ავტომობილებიდან ტექნიკასთან ერთად როგორც მფლობელები ამბობენ, საცვლებიც წაღებულია. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი. 

 

 

დღის ამბები