ბრძოლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ - ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
ე.წ. ფიშერის დახმარებით ბრალდებულებმა facebook-ის 2 ათასი მომხმარებლის გვერდი ჯერ დაბლოკეს, მოგვინებით კი რეკლამის გავრცელების მიზნით ისარგებლეს.
ნონა მუჯრიშვილი კიბერდანაშაულის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც მისთვის საინტერესო სათაურით ლინკი გახსნა, გვერდის სახელწოდებას კი არ დააკვირდა. facebook-ის მომხმარებელს პირდადი გვერდი დაებლოკა.
ეს ფაქტი მოგვიანებით გამოძიების მიზეზი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი 2000-მდე მომხმარებელი ფიქსირდება.
კომპიუტერულ სისტებაში შეღწევა-გამოყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ინტერნეტსივრცის მონიტორინგი მიმდინარებს.
კიბერ-რისკების შემცირების მიზნით შინაგან საქმეტა სამინისტრო 4-პუნქტიან რეკომენდაციებს გასცემს.
კომპიუტერული სისტემებთან უნებართვო წვდომა, ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემთა უნებართვო გამოყენება, - ხშირად ამ სახის კიბერდანაშაულის გავრცელებას საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიები უწყობენ ხელს.
ციფრული მარკეტინგის სპეცილისტი მიიჩნევს, რომ უმჯობესია კომპანიებმა კვალიფიციურ სპეცილისტებს მიმართონ.